მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი სოციალურ ქსელ "Одноклассники"-ში დარეგისტრირდა.
"გულითადად მოგესალმებით ყველას და გამცნობთ რომ დღეიდან სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკიში" ჩემი ოფიციალური გვერდიც იქნება". – ასეთი იყო პატრიარქის პირველი პოსტი სოციალურ ქსელში.
საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, ოდნოკლასნიკიში კირილი აქტიურად იქნება ჩართული.
სოციალურ ქსელს აქამდეც ჰქონდა ფუნქცია "ესაუბრე მღვდელს", რომლის დახმარებითაც მრევლი აუდიო- და ვიდეოზარების ფორმატში ღვთისმსახურებს ეკონტაქტება.