ყაჩაღობა

მოსკოვის გამზირზე ბენზინგასამართი სადგურიდან 900-ლარამდე თანხა გაიტაცეს

რუსთავი 2

მოსკოვის გამზირზე მდებარე სოკარის ბენზინგასამართი სადგურიდან 900-ლარამდე თანხა გაიტაცეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, უცნობმა პირმა ბენზინგასამართ სადგურზე არსებული მაღაზია ცივი იარაღის გამოყენებით დააყაჩაღა და მიიმალა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

კომენტარები