სამწუხაროდ, ეს არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ დამკვიდრებულ პრინციპებს. ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს და იმ საერთაშორისო რჩევებს, რასაც ჩვენ ძალიან თამამად გვაძლევენ. რაც მთავარია, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ამიტომ, ჩემი აზრით, აუცილებელია საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა. მთელი არსი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის არის ის, რომ ბანკი არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ კონიუნქტურაზე და რომელიმე პოლიტიკოსის ცალკეულ სურვილზე. ეს უნდა იყოს პროფესიონალიზმზე და ეკონომიკური მიზანშეწონილობით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები.
tbl.ge/10fj
დაკოპირდა
განაცხადა საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელმა, ელენე ხოშტარიამ პრეზიდენტის მრჩეველთან, გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრამდე
ამავე თემაზე
- კახიანი საბანკო ზედამხედველობაზე: იმ მოცემულობაში ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო
- ვოლსკი საბანკო ზედამხედველობაზე: სებ-ის პრეზიდენტს პოლიტიკური განცხადებები ჰქონდა
- ქუცნაშვილი საბანკო ზედამხედველობაზე: დეპუტატები უხერხულ მდგომარეობაში ვართ
- გახარია: საბანკო ზედამხედველობის მეგარეგულატორის შექმნა, ამ ეტაპზე არ იყო სწორი
- ქუმსიშვილი: საფინანსო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკში დაბრუნდება