ჯანდაცვის სამინისტრო

დავით სერგეენკოს მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ინიშნება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მრჩევლად ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ინიშნება. 
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნინო შუბლაძე საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მედიის საკითხების მიმართულებით იმუშავებს. 

ნინო შუბლაძე წლების განმავლობაში ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მუშაობდა, ხელმძღვანელობდა საინფორმაციო სამსახურს, იყო გენერალური დირექტორის მოადგილე. მან არხი გასულ წელს საკუთარი სურვილით დატოვა.

აქამდე, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს თამარ ბოდოკია ხელმძღვანელობდა. 

კომენტარები