ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი

ევროპარლამენტარები ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები დღეს ე.წ. მატროსოვის ციხეში შევლენ და იქ მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდებიან.

დელეგაცია, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკი ხელმძღვანელობს, უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს, ასევე საპარლამენტო ოპოზიციას. შეხვედრა გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

დღესვე, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზს მოინახულებენ და სოფელ ხურვალეთს ეწვევიან.

კომენტარები