მცოცავი ოკუპაცია

პარლამენტმა ოკუპაციაზე ენმ-ს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

radiotavisupleba.ge

საქართველოს პარლამენტმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, საოკაუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეზოლუცია "რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის საქართველოს არაოკუპირებული ტერიტორიების სიღმეში გადმოწვის თაობაზე"-ს მხარი არ დაუჭირა. რეზოლუციის მომხრე 15 დეპუტატი იყო მის წინააღმდეგ კი 50 დეპუტატი წავიდა.

პარლამენტში მხარი დაუჭირეს უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტს "რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებული მორიგი პროვოკაციული ქმედების შესახებ." ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი კანდელაკის შეფასებით, უმრავსლესობის პროგრამა კონკრეტიკას არის მოკლებლი და ის უფრო მეტად რაღაც სადღეგრძელოს გავს. 

უმცირესობა რეზოლუციით აბაშიძე-კარასინის დიალოგის ფორმატის გაუქმებას და საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ უკანსკნელ ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გააქტიურებას, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევასაც მოითოხვდნენ. გიორგი კალნედაკის თქმით, მთავრობამ უნდა გადადგას კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები, არა - ძალადობრივი, არამედ, პოლიტიკური ნაბიჯები, იმისთვის, რათა აღდგეს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე. 

 

კომენტარები