ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: სად ნახეთ, რომ გომელაური ცუდად მოემსახურა საკუთარ სახელმწიფოს?

როდესაც ვსაუბრობთ, ივანიშვილი იქნება თუ პეტრიაშვილი, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი პოლიტიკოსი, ყოფილი თუ დღევანდელი და მას მივანიშნებთ, რომ ის ნიშნავს თანამდებობებზე საკუთარ ახლობლებს, ეს უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ პროფესიონალიზმში გვაქვს ეჭვი პირველ რიგში, მათ პატიოსნებაში გვაქვს ეჭვი, და მხოლოდ ამის საფუძველზე... "თუ არა ივანიშვილის პირადი ნაცნობობა, სერგეენკო არცერთ შემთხვევაში არ იმსახურებს ჯანდაცვის მინისტრობას" - აი, ასე თუა და ასე არ არის... "თუ არა ივანიშვილთან ნაცნობობა, ვახტანგ გომელაური ვერ შედგებოდა" - აბა, სად არის ასე? სად ნახეთ, რომ ცუდად მოემსახურა საკუთარ სახელმწიფოს? როდესაც ის დამსახურებულად მუშაობს და კითხვები არ არის მის პროფესიონალიზმზე, ასეთი ამოჭრა... სწორედ ეს არის ცუდი ოპონირება, ეს არის სწორედ არაკორექტულობა, რომ ამ დროს, ჩემთანაც ჰქონდა რაღაც შეხება ამავდროულად და მას სხვა თავისი დამსახურებები აქვს თავის ბიოგრაფიაში და ამას ამოჭრიან და ასე ატრიალებენ, არ არის სწორი და არ არის ლამაზი.

 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გურიანიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები