საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დღეს 96 წლის გახდა

geostat.ge

1919 წლის, 25 ივლისს, საქართველოში სტატისტიკის სამსახური შეიქმნა, რის გამოც 25 ივლისი ქართული სტატისტიკის დღეა. ამ დღის აღსანიშნავად საქსტატმა დღეს უწყების წარმატებული თანამშრომლები და ინფორმაციის მომწოდებელი საუკეთესო ბიზნესკომპანიები დააჯილდოვა. საქსტატის აღმასრულებელი სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მერი დაუშვილის თქმით, რესპონდენტებთან და მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია საქსტატისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა.

96 წლის იუბილესთან დაკავშირებით საუკეთესო თანამშრომლობისთვის უწყებამ გამოავლინა და დააჯილდოვა ინფორმაციის მომწოდებელი ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: საქართველოს რკინიგზა, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, მადნეული, შატო მუხრანი, შავი ზღვის ტერმინალი და სხვები. 

პირველი დებულება "საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის შესახებ" 1921 წელს დამტკიცდა. სტატისტიკის პროფესიული დღე საქართველოში 2002 წლიდან აღინიშნება. 

 

კომენტარები