ბიძინა ივანიშვილი

ივანიშვილი მცოცავ ოკუპაციაზე: ბოლომდე ვერ ამიხსნია, ეს მძიმე პროვოკაციაა

აღმაშფოთებელია ის, რასაც აკეთებს მეზობელი სახელმწიფო და ასეთი ტიპის პროვოკაცია, თანაც ბოლომდეც ვერ ამიხსნია, ეს დაშინების პოლიტიკაა, თუ... 200-300 მეტრით გადმოწევა, ამით კოლოსალურად ვერავინ გამდიდრდება, მაგრამ ეს არის უაღრესად მძიმე და დანაშაულებრივი პროვოკაცია. მთავრობა აკეთებს ადეკვატურ რეაგირებებს. ის, რაც შეგვიძლია რეალურად... განცხადებები ყველა დონეზე, ტუსკის ჩამოსვლა, ესეც დაემთხვა... მაგრამ ყველაზე საოცარი რა გახლავთ. თავისუფალი დემოკრატების ორი მინისტრი რომ აცხადებს, მათ დროსაც მოხდა ამის მსგავი საუბედუროდ. რა გააკეთეს უფრო მეტი? გინდა საგარეო საქმეთა მინისტრმა, გინდა ევროინტეგრაციის მინისტრმა... კონსტრუქციულობა, არგუმენტები და სინდისი არ უნდა დავივიწყოთ... ახლა ყველაზე მეტი კრიტიკოსები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. მათ გააკეთეს სწორედ ეს უბდურება, მათ დაგვიტოვეს. რომ არა მათი გაუგებარი და უაზრო ქმედებები, როგორც საბავშო ბაღის აღსაზრდელებს რომ ჩააბარებ ხელისუფლებას, მსგავი სისულელეები აკეთეს და რაც არ შეეძლოთ, იქ რომ გაიქაჩნენ, სწორედ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და დღეს მათ გაპარტახებულს და გაუბედურებულს შედეგებს ვიმკით. სწორედ მათ მიიყვანეს აქამდე საქმე და მათი უტვინობის და გამოუცდელობის... სწორედ მათი დაუდევარი ქმედებების შედეგია, და დღეს გამოდიან და კიდევ ეს ხალხი ხმაურობს... მთავრობას უნდა მოვთხოვოთ ის, რაც შეგვიძლია. ჩვენ მაქსიმალურად საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ საერთაშორისო თანამეგობრობა, მაქსიმალურად უნდა ვითანამშრომლოთ და უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მეზობელი, რომ არასდროს საქართველოს მოსახლეობა არ შეეგუება თავისი ტერიტორიების დაკარგვას.

 

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, გურია ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში, რუსი ოკუპანტების მიერ სასაზღვრო ნიშნების და მავთულხლართების დაყენების შესახებ.

კომენტარები