ელექტროენერგიის ტარიფი

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს ელექტროენერგიის ტარიფი უძვირდებათ

სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ლი აგვისტოდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.95 თეთრით გაძვირდება. სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტებს შეეხება. ახალი ტარიფი მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. ენერგო-პრო ჯორჯია ტარიფის ზრდას 4.8 თეთრით ითხოვდა. კომპანია ელექტროენერგიით საქართველოს რეგიონების (თბილისის, კახეთის და ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მილიონზე მეტ აბონენტს ამარაგებს. 

ენერგო-პრო ჯორჯიასთვის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სემეკმა 24 აპრილს დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომპანიისთვის ელექტროენეგიის შესყიდვის ნაწილში მოხმარების ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით.

ამასთან, საქართველოს პრემიერმინისტრი და ენერგეტიკის მინისტრი აცხადებენ, რომ სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სუბსიდირებაზე იმსჯელებენ. პრემიერმა ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს სუბსიდირების გეგმის წარდგენა უკვე დაავალა.

კომენტარები