მცოცავი ოკუპაცია

გომელაური: ათეულობით ბანერი დგას საოკუპაციო ხაზთან, რატომღაც არავის დაუნგრევია

არ შემიძლია, არ შევეხო თუნდაც იმ მომენტს, როდესაც მოხდა ბანერის ჩამოგდება. ძალიან სამწუხაროა. მე ვიყავი 2 წელზე მეტი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ზუსტად ამ მიმართულებას ვკურირებდი მე. ფეხით მაქვს გავლილი როგორც აფხაზეთის, ისე ოსეთის მიმართულება. ასეთი ბანერი დგას ათეულობით იქ. თუმცა, რავი, რატომღაც არავინ არ მივარდნილა და არ დაუნგრევია ის ბანერი. რა თქმა უნდა, სწორია. არ შეიძლება, ჩვენ მათ პროვოკაციაზე ავყვეთ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მათ პროვოკაციაზე ავყვეთ, მივიდეთ. რაც მოგვივიდა 2008-ში, ვნახეთ, სამწუხაროდ. არ მინდა, ძველი თემები გავიხსენო. პროვოკაციაა ეს, საიდან მოდის, ყველამ კარგად ვიცით. ცივი გონებით უნდა შევხვდეთ ამას. მე მგონი, ჩვენი მეზობელი ქვეყნების ხელმძღვანელებმა გააკეთეს ძალიან კარგი შეფასება ჩვენი მოქმედებიდან გამომდინარე.

 

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური საოკუპაციო ხაზიდან იმ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის მოხსნაზე, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა გადმოსწიეს და შემდგომ ქართველებმა მოხსნეს.

კომენტარები