დაპირისპირება პარლამენტში

პაპუაშვილი საპარლამენტო უმცირესობაზე: თავ-პირი უნდა უმტვრიო ამათ დღე და ღამე

მეორე არხი

პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი თევდორაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. კომიტეტების სხდომაზე სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ. ენმ-ის წევრი გია ბარამიძე გომელაურს კითხვას საქართველოში ქურდული სამყაროს გააქტიურებასთან დაკავშირებით უსვამდა. სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. საბოლოოდ, საპარლამენტო უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

"ყოველთვის ვგულშემატკივრობ კანონიერებას, ვგულშემატკივრობ სიმშვიდეს და პროფესიონალიზმს. რაც ხდება, ყველამ კარგად იცის, რას იტანს ეს პარლამენტი ასეთი დემაგოგებისგან, ასეთი ადამიანებისგან აზრების გამოთქმას. ეს ხალხიც დაიღალა, რა. თუ არსებობს რაღაცა კითხვები, გაეცით კანონის დონეზე პასუხები. წარმოუდგენელ რაღაცაში გადადის ეს ყველაფერი. ესენი მართლა უზრდელები, დემაგოგები არიან. არც თავის შეურაცხყოფას დაუდევენ, გინდა ათასი ლანძღე და აგინე, მნიშვნელობა არ აქვს ამათთვის. გადადიან დაუკრეფავში. აბსოლუტურად მოწმენდილი ციდან გააჩენენ რაღაც სიტუაციას. თავ-პირი უნდა უმტვრიო ამათ დღე და ღამე. უამრავ რაღაცაზე კიდევ ვიკავებ თავს და ამას კანონიერად გაეცით პასუხი. დავიღალე მე პირადად ერთი და იგივეთი. აბსოლუტურად ჩვეულებრივად ვიჯექი კომიტეტის სხდომაზე და მოაწყვეს პროვოკაცია. არ მქონდა არანაირი სურვილი მათთან პოლემიკაში შესვლის", - თქვა კომიტეტის სხდომაზე ზაზა პაპუაშვილმა.

კომენტარები