მცოცავი ოკუპაცია

მცოცავ ოკუპაციაზე ვერცერთი რეზოლუციის პროექტი კენჭისყრაზე ვერ გავიდა

საქართველოს პარლამენტი, ქუთაისი
Spartaky / Wikipedia

კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის რეზოლუციების ვერცერთი პროექტი კენჭისყრაზე ვერ გავიდა. პროექტებს გუშინ ღამემდე პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავდნენ. შეუთანხმებლობის ერთ-ერთი თემა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება იყო, რაც ენმ-ის პროექტშია აღნიშნული და რასაც უმრავლესობა მხარს არ უჭერს. 

დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ მსჯელობა ქუთაისში გაგრძელდება და, სავარაუდოდ, 24 ივლისს საკითხი რიგგარეშე სესიაზე გავა.

თუ საპარლამენტო უმრავლესობა და უმცირესობა ერთიან რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდებიან, პარლამენტს ორი სხვადასხვა რეზოლუციის პროექტი წარედგინება.

კომენტარები