ვიქტორ იანუკოვიჩი

იანუკოვიჩი ინტერპოლის საიტზე ძებნილთა სიიდან მოიხსნა

Viktor Yanukovych

ინტერპოლის ვებგვერდიდან უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ძებნის შესახებ ინფორმაცია გაქრა. იანუკოვიჩის ინტერესების დამცველი კომპანიის ჯოზეფ ჰეიჯ აარონსონის განცხადებით, ეს ადვოკატების მიმართვის შემდეგ მოხდა, რომელთა მტკიცებით, იანუკოვიჩის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია.

ინტერპოლის უკრაინის ბიუროს განმარტებით, ორგანიზაციამ იანუკოვიჩის ფაილებზე წვდომა მისი ადვოკატების საჩივრის გამო შეზღუდა, რომელსაც სექტემბერში განიხილავს.

წითელი ცირკულარით ძებნა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტზე ინტერპოლმა მიმდინარე წლის იანვარში გამოაცხადდა. მის წინააღმდეგ საქმე უკრაინის პროკურატურამ მითვისებისა და გაფლანგვის მუხლით აღძრა. იანუკოვიჩი თავს რუსეთს აფარებს.

კომენტარები