ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ აზრის და გამოხატვის უფლებასაც და თავისუფლებასაც აქვს გარკვეული საზღვრები. არავის აქვს იმის უფლება, უცენზურო სიტყვებით გამოვიდეს და ვინმეს მიმართოს. სწორედ ამიტომაც იყო, ვფიქრობ, ადეკვატური რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, მე კარგად ვიცნობ ამ პროექტს და მის თითოეულ ნიუანსს. ეს არის საკმაოდ საინტერესო პროექტი როგორც ეკონომიკური განვითარების, ასევე სოციალური თვალსაზრისით. საკმაოდ ბევრი ადამიანი საქმდება როგორც მშენებლობის, ასევე მისი შემდგომი ექსპლუატაციის პროცესში. ნახევარ მილიარდამდე ინვესტიცია სეროზულად აისახება, როგორც ჩვენი დედაქალაქის, ასევე ქვეყნის ეკონომიკაზე.
ნარმანია: არავის აქვს უფლება, უცენზურო სიტყვებით გამოვიდეს და ვინმეს მიმართოს
tbl.ge/7rv
დაკოპირდა

თბილისის მერი დავით ნარმანია პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქციაზე ათი პირის, მათ შორის, ტაბულას ფოტოგრაფის დაკავებაზე.




