მცოცავი ოკუპაცია

სოფელ ორჭოსანთან თავისუფალი ზონის ხუთი წევრი დააკავეს

radiotavisupleba.ge

სოფელ ორჭოსანთან ორგანიზაცია თავისუფალი ზონის აქტივისტები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ. თავისუფალი ზონის წევრები ოკუპირებულ ტერიტორიასთან 24-საათიანი აქციის გამართვას აპირებდნენ. ტერიტორია დილიდან სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი და ფიზიკური დაპირისპირება სწორედ ამის გამო დაიწყო.

სამართალდამცველებმა აქციის ხუთი მონაწილე დააკავეს. დანარჩენი აქტივისტები პლაკატებითა და დროშებით ადგილზე რჩებიან და მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ.

შსს-ს ინფორმაციით, თავისუფალი ზონის ხუთ წევრს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - პოლიციელის დაუმორჩილებლობას ედავებიან. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

კომენტარები