მცოცავი ოკუპაცია

თალაკვაძე ტასოევის განცხადებაზე: სერიოზულად ვერ მივიღებ, პოზირება იყო

მე მგონი, ეს არის მათი მხრიდან თვითკმაყოფილი განცხადება, როდესაც აპრიორი იცი, რომ არანაირი საფუძველი ამ განცხადებას არ აქვს, მაგრამ ალბათ, იმ საზოგადოების მიმართ, ვინც უსმენს ამ ადამიანებს, გარკვეულ პოზირებას ჰქონდა ადგილი. ამიტომ მე სერიოზულად ვერ მივიღებ ვერანაირად ამ შეფასებას და დარწმუნებული ვარ, არც ერთი ადამიანი მთავრობაში არ მოიძებნება, ვინც დაეთანხმება განცხადებას დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერის დმიტრი ტასოევის განცხადებაზე, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის „ფაქტობრივი ცნობისთვის“.

კომენტარები