მცოცავი ოკუპაცია

ბესელია: ტასოევის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება

მე არა მგონია, შეიძლებოდეს ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება და არა მგონია, ჩვენ იმის გამეორება გვჭირდებდეს, რომ გვაქვს ერთიანი, შეუცვლელი და პრინციპული დამოკიდებულება როგორც ცხინვალის რეგონთან, ისე აფხაზეთთან დაკავშირებით - როგორც საქართველოს ერთიან და განუყოფელ ნაწილად.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერის დმიტრი ტასოევის განცხადებაზე, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქართველოს საგარეო უწყებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის „ფაქტობრივი ცნობისთვის“.

კომენტარები