მცოცავი ოკუპაცია

ტასოევი: მადლობა საქართველოს ჩვენი დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარებისთვის

Игорь Виноградов / Sputnik

როგორც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერმა დმიტრი ტასოევმა სააგენტო sputnik-ossetia-ს განუცხადა, ბაქო-სუფსის მილსადენის უსაფრთხოებას საოკუპაციო რეჟიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში უზრუნველყოფს, თუ British Petroleum-ი ამაში ფულს გადაიხდის.

ტასოევმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის „ფაქტობრივი ცნობისთვის“.

„მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ მან თავისი განცხადებებით ამასთან [საოკუპაციო ხაზთან] დაკავშირებით, ფაქტობრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუ თბილისი ამას გააკეთებს დე იურე, შევძლებდით ერთობლივად შევდგომოდით ჩვენი ქვეყნის საზღვრების დემარკაციასა და დემილიტარიზაციას, რაც მოხსნიდა ბევრ კითხვას... 

მილსადენი ახლა არ გაჩენილა ჩვენს ტერიტორიაზე და აქამდე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. თუმცა ასეთ შემთხვევებში მიღებულია, რომ მმართველი კომპანია იხდის საფასურს თავისი ობიექტის დაცვასა და მომსახურებაში“, - განაცხადა ტასოევმა.

 

კომენტარები