მცოცავი ოკუპაცია

ჯიოევი: ჩვენ მაინც გავაგრძელებთ სასაზღვრო ხაზის გამაგრებას

for.ge

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმის სპეციალური წარმომადგენლის მურატ ჯიოევის განცხადებით, მათ "სასაზღვრო ხაზი არასდროს დაურღვევიათ". მისივე თქმით, ქართული მხარე პოლიტიკურად ანგაჟირებული ბრალდებებით საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს.

"იმ ტერიტორიებზე, რომლებზეც ახლა საუბარი მიდის, მუშაობა და სასაზღვრო დაკვირვება ყოველთვის მიმდინარეობდა და ეს მოსაზღვრე მხარის ყურადღებას არასდროს იქცევდა, რადგან ჩვენ სასაზღვრო ხაზი არასდროს დაგვირღვევია. ახლა ეს ხელოვნურად გაბერილი პროცესია, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ მუშაობას სასაზღვრო ხაზის დასადგენად, ასევე მისი გამაგრებისთვის. ქართული მხარის ბრალდებები არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მხოლოდ ერთი მიზანი აქვს, მიიქციოს საერთაშორისო საზოგადოების მეტი ყურადღება. ყველა აქცია, რომელიც ამ დღეებში ტარდება, აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს", - თქვა ჯიოევმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი და ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

კომენტარები