მცოცავი ოკუპაცია

საქართველომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

საქართველომ შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსეთის ფედერაციას საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, ქართული მხარის ინიციატივით, სამინისტროში საქართველოში შვეიცარიის ელჩთან გიუნტერ ბეხლერთან შეხვედრა გაიმართა.

"შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შევიცარიის ელჩს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია 2015 წლის 10 ივლისს რუსეთის ფედერაციის მიერ გორის რაიონის სოფელი წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ განლაგების შესახებ და დაგმო რუსეთის პროვოკაციული ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. შვეიცარიის მხარეს ასევე გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა და ეთხოვა მისი რუსეთისთვის გადაცემის უზრუნველყოფა. საუბრისას ბ-ნ ბეხლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის ეს ქმედება არ არის უბრალო ნაბიჯი და მას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს", - აცხადებს საგარეო უწყება.

 

კომენტარები