კრიმინალი

შხამქიმიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა შხამქიმიკატების სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისა და აღნიშნული ფუნგიციდების ფალსიფიკაციის ფაქტზე ოთხი მოქალაქე დააკავეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, უკანონოდ აწარმოებდნენ სხვადასხვა საფირმო სახელწოდებით მარკირებულ საქონელს, უცვლიდნენ ვადებს შეფუთვაზე, ახდენდნენ მის ფალსიფიკაციას და უვარგის პროდუქციას ყიდდნენ საცალო ბაზარზე.

"აღნიშნული ფალსიფიცირებული შხამქიმიკატების გამოყენება სხვადასხვა მცენარეთა შეწამვლის დროს არანაირ შედეგს არ იძლეოდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი და 197-ე მუხლის მესამე ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.

კომენტარები