მცოცავი ოკუპაცია

ზაქარეიშვილი: რუსეთს ბანერების აქეთ-იქით გადატანის გარდა, არაფერი დარჩენია

ჩვენ მსოფლიოს უნდა ვაჩვენოთ, რომ საქართველო არის მდგრადი, ასრულებს თავის ყველა ვალდებულებას, როგორც ოლიმპიადის მიმართულებით, ისე ნავთობსადენის დაცვით, რაშიც რუსეთს უნდა, ეჭვი შეიტანოს. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთს ბანერების და მავთულხლართების აქეთ-იქით გადატანის გარდა, არაფერი დარჩენია. ჩვენ სამი წლის განმავლობაში ერთი ადამიანი არ დაგვღუპვია. ერთი ადამიანი დევნილად არ გვყოლია. ერთი სოფელი და ქალაქი არ დაგვიკარგავს. როცა ვლაპარაკობთ, რომ მთავრობამ იცის, რას ვაკეთებთ, სწორედ იმიტომ, რომ მკაფიოდ ვხედავთ რუსეთის ლოგიკას. რუსეთი ახორციელებს ყველაფერს იმას, რაც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ დაუტოვა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით. იქ არის ჩანაწერი არა ის, რომ ოკუპირებული ტერიტორია არის ჰიპოთეტურად სამხრეთ ოსეთი ან სამაჩაბლო, არამედ პირდაპირ წერია, რომ ოკუპირებული ტერიტორია არის ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორია, გაუქმებული. ანუ იყო შეტყობინება, რომ თქვენ, რუსებო, განიჭებთ უფლებას, იყოთ ოკუპანტები საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე, შემოუსაზღვრეს პირდაპირ. რუსეთი რასაც ახორციელებს, სწორედ ამ ტერიტორიაზე ხორციელდება და როცა რუსეთი ჩვენკენ თითს იშვერს, ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წარმომადგენელი, მაშინ უნდა შევახსენოთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი კი მოდის 2008 წლიდან.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მცოცავ ოკუპაციაზე, ქრონიკის ეთერში.

კომენტარები