მცოცავი ოკუპაცია

ზაქარეიშვილი ბანერის დემონტაჟზე: ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას

ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ. ნუ გავუთამამდებით რუსეთის აგრესიას და ნუ გვგონია, რომ ბანერის მოცილებით შეიძლება, ომი მოიგო. ახალგაზრდები არიან, არ იციან ომი რა არის. არც სააკაშვილმა იცოდა ომი და მიიღო 2008 წელი, ამიტომ ძალიან სიფრთხილეა საჭირო. მადლობა ღმერთს, დღეს შედარებით მშვიდად ჩაიარა ამ მოვლენებმა, მაგრამ მაინც მოვუწოდებ ყველას, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები გაითვალისწინონ, იმიტომ, რომ ესენი მიდიან და ბრუნდებიან და ადგილობრივები რჩებიან იქ. მშვიდობიანი აქციები მისასალმებელია, საჭირო და აუცილებელია, მაგრამ თუ ჩვენ გავთვლით კარგად, მოქმედებებმა რა შეიძლება მოიტანოს, მაშინ სჯობს, რუსეთის წისქვილს წყალი არ დავასხათ. რუსეთს სჭირდება სწორედ ასეთი რეაქცია და იმის ჩვენება მსოფლიოსთვის, როგორ ხდება კონფლიქტის ესკალაცია.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ქრონიკის ეთერში, ჟურნალისტების მიერ საოკუპაციო ხაზთან ბანერის მოხსნაზე.

კომენტარები