მცოცავი ოკუპაცია

კანდელაკი: მთავრობას არ შესწევს უნარი, იმუშაოს სერიოზული სახის გამოწვევებზე

გამაოგნებელი იყო მთავრობის წევრთა განცხადებები - მინისტრ ზაქარეიშვილის განცხადება, რომ თურმე ეს საქართველოს კანონმდებლობაში ჯდება. მერე იყო ვიცეპრემიერ კალაძის სრულიად გაუგებარი განცხადება რაღაც ახალ ფორმატებთან დაკავშირებით, მაშინვე ჩვენ მოვისმინეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ არანაირი დისკუსია არ მიმდინარეობს ფორმატების ცვლილებებთან დაკავშირებით, და ამ ყველაფრის დაგვირგვინება იყო პრემიერმინისტრის მართლა გამაოგნებელი განცხადება, რომ თურმე რუსები იმედია, მიაქცევენ ყურადღებას და აღმოფხვრიან საკუთარ მოქმედებებს. ეს აღრეული განცხადებები მიანიშნებს არა მხოლოდ იმას, რომ მთავრობის შიგნით არ არის კოორდინაცია და შეთანხმებულობა, არამედ საქართველოს მთავრობას საერთოდ არ შესწევს უნარი და კომპეტენცია, რომ სერიოზულად იმუშაოს ასეთი სერიოზული სახის გამოწვევებზე

 

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები 10 ივლისს გადმოსწიეს. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა ბაქო-სუფსის მილსადენის დაახლოებით 1600-მეტრიანი მონაკვეთი, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის მიწები.

კომენტარები