მცოცავი ოკუპაცია

ზაქარეიშვილი მცოცავ ოკუპაციაზე: მინიმუმამდე დავიყვანეთ საფრთხეები და ზარალი

არ შეიძლება იმის არდანახვა, რაც კეთდება. იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე მდგომარეობაა სხვაგან, იგივე უკრაინაში. ვხედავთ, რომ სამშვიდობო ძალები დგანან კვიპროსზე და პრობლემებს ისე აგვარებენ, ვხედავთ, რომ სამშვიდობო ძალები დგანან კოსოვოში. ვხედავთ, რომ არ დგანან სამშვიდობო ძალები ყარაბახში და ყოველდღე ადამიანები იღუპებიან. ჩვენთან არ დგას სამშვიდობო ძალები, აგრესიულ რუსეთსა და ჩვენს სამშვიდობო პოლიტიკას შორის, არანაირი სამშვიდობო ძალები არ დგას და მინიმუმამდე დავიყვანეთ ყველა საფრთხე, გარდა სამწუხაროდ, მართლაც, დარჩა ეს მავთულხლართები, ბანერები და მართლაც ათეულობით ჩვენი მოქალაქის მიწის პრობლემები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება არდანახვა, რომ ეს არის გარკვეული პოლიტიკის შედეგი, რაღაც ძალისხმევის შედეგი, რომ ჩვენ მინიმუმამდე დავიყვანეთ ზარალი, თუმცა, ზარალი, რა თქმა უნდა, არსებობს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე, პირველი არხის ეთერში.

კომენტარები