საქართველოს საგარეო მიმართულებით და ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების პროცესში შიგადაშიგ ვაწყდებოდით და ვაწყდებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან აგრესიულ ქმედებებს, მაგრამ ჩვენი თანმიმდევრული, ფრთხილი და გააზრებული პოლიტიკა, საერთაშორისო ინსტრუმენტების გამოყენებაზე ორიენტირებული პოლიტიკა და არა აგრესიაზე, ომზე და საომარ მოქმედებებზე - უნდა გაგრძელდეს. ანუ ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ ყველა შემთხვევაში აგრესიული და სამხედრო ტიპის მექანიზმებით ამ პრობლემის გადაწყვეტა და ყველა საერთაშორისო ფორუმი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ის მორიგი უკანონობა, რასაც აქვს ადგილი, ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ დარღვევა და საერთაშოისო პრინციპების დარღვევა იყოს შეჩერებული და ეს ვითარება იქნას გამოსწორებული. ამისთვის ყველა ძალისხმევა იქნება მიმართული ქვეყნის მხრიდან. ეს პოლიტიკა სწორია.
tbl.ge/5sq
დაკოპირდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე.
ამავე თემაზე
- PACE ოკუპაციაზე: რუსეთის ქმედებები რეგიონში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს
- კურტ ვოლკერი: რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაცია მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს
- კახიძე: რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ მცოცავ ოკუპაციაზე და რას აკეთებს ქართული ოცნება
- გორის მაჟორიტარი გუგუტიანთკარში მერის არჩასვლაზე: რომ გაეგო, ჩამოვიდოდა
- პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლოპოტას ტბაზე ისვენებს




