მცოცავი ოკუპაცია

ხოშტარია: რუსეთთან ნებისმიერი ორმხრივი ფორმატი არის პრობლემის ნაწილი

რუსეთთან ნებისმიერი ორმხრივი ფორმატი არის პრობლემის ნაწილი და არა პრობლემის გადაჭრა. დიდი დრო - ორ წელიწადზე მეტი გვქონდა ჩვენ, რომ ეს დაგვენახა - რომ ნორმალიზაცია ორმხრივი გზით არათუ არ გამოდის, არამედ კიდევ უფრო ღრმად შევყავართ ჩიხში. დაიწყო მავთლულხლართების ინტენსიფიკაცია, დავიწყეთ საუბარი, რომ არ უშველის ამას კარასინი-აბაშიძე, მაინც გავაგრძელეთ იგივე პოლიტიკა. არ არის საუბარი კონკრეტულად კარასინი-აბაშიძის ფორმატის გამოუსადეგარობაზე, საუბარია, ჩვენ რამდენად საერთოდ სერიოზული ილუზია შეიძლება გვქონდეს, რუსეთთან ორმხრივად ურთიერთობის დალაგების.

 

ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის თანადამფუძნებელი ელენე ხოშტარია რუსთავი 2-თან საუბარში.

კომენტარები