სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1982 წელს დაბადებულ ვიტალი ა-ს ნარკოლოგიური შემოწმებით ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. ხოლო 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევ ხაგან ა-ს - ჰეროინის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდნენ.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).





