მცოცავი ოკუპაცია

თარგამაძე მცოცავ ოკუპაციაზე: ივანიშვილის ხელისუფლების პირადი პასუხისმგებლობაა

ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ ომის და იმ მართლაც დიდი წინააღმდეგობის შედეგად დამატებით ტერიტორია დაიკარგა და სრულიად მშვიდობიან გარემოში, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, თითქმის იმდენივე ტერიტორია დაიკარგა სამი წლის განმავლობაში. და ამაზე უნდათ წარმოაჩინონ, რომ პასუხისმგებლები თვითონ არ არიან. რა თქმა უნდა, არიან. ეს არის ამ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის, მისი მართული ხელისუფლების პირადი პასუხისმგებლობის საკითხი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე.

კომენტარები