მცოცავი ოკუპაცია

მიროტაძე მცოცავ ოკუპაციაზე: ხელისუფლების ძალისხმევა საკმარისი არ არის

ფაქტი არის ძალიან მძიმე და აქვს ერთადერთი შეფასება, რომ რუსეთი აგრძელებს ოკუპაციას, ამ შემთხვევაში, კვლავ მცოცავი ოკუპაციის რეჟიმში და თუ არ შევაჩერებთ, ის აუცილებლად გააგრძელებს ამ სვლას. ვინაიდან ეს არის მისი პოლიტიკის დღის წესრიგის ეტყობა, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, რასაკვირველია, საკმარისი არ არის ის ძალისხმევა, რასაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს და არ მგონია საკმარისი არც საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა და ქმედება ამ მიმართულებით.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე.

კომენტარები