ზურაბ ჟვანია საქმე

ჟვანიას საქმეში FBI-ის დასკვნა მოსამართლემ მტკიცებულებად არ დაუშვა

electionsmeter.com

მოსამართლემ ჟვანიას საქმის არსებით განხილვაში FBI-ის დასკვნა მტკიცებულებად არ დაუშვა.

აღნიშნული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხი საქალაქო სასამართლოში, ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსის კობა ხარშილაძის და დაცვის წევრის მიხეილ ძაძამიას პროცესზე, დახურულ კარს მიღმა განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ფედერალური ბიუროს დასკვნაში წერია, რომ ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალება ნაშირბადის მონოქსიდით ინტოქსიკაციამ გამოიწვია.

FBI-ს დასკვნის მიხედვით, "გაზის გამათბობებელი დამონტაჟებული იყო არასწორად. კერძოდ, არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა, რომელიც გაიტანდა აირს გამათბობლიდან. ბინა იყო ჰერმეტულად დახშული ანუ პრაქტიკულად იყო ჰაერგაუმტარი და ტესტირების მომენტისთვის გარეატმოსფეროდან ჰაერის შეღწევა ვერ ხერხდებოდა. ტესტირების ჩატარებისას და ქართული მხარის წინასწარი მოკვლევის შედეგების ანალიზისას არაფერი აღმოჩენილა ისეთი, რაც ეწინააღმდეგება იმ დასკვნას, რომ ბატონები ჟვანია და უსუპოვი გარდაიცვალნენ ნახშირბადის მონოქსიდით ინტოქსიკაციის შედეგად".

FBI-ის დასკვნის მიხედვით, ბინაში, რამდენიმე ნივთზე ჟვანიას და უსუპოვის დნმ-ის კვალია აღმოჩენილი, კერძოდ, ჭიქასა და სიგარეტის ნამწვზე. ასევე ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზე, ხალათსა და ზეწარზეცაა აღმოჩენილი.

მიხეილ ძაძამიას ადვოკატის გელა ქენქაძის თქმით, ასეთი ანაბეჭდები უამრავია ნაპოვნი. თუმცა, პროკურატურა ამ ფაქტს მალავს და საქმის მასალებში არ დებს.

 

 

კომენტარები