ზურაბ ჟვანია საქმე

Youtube-ზე ვიდეო სათაურით, Saakashvili killed Mr. zurab zhvania გავრცელდა

electionsmeter.com

Youtube-ზე გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟი, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania(სააკაშვილმა მოკლა ბატონი ჟვანია) აიტვირთა.

ვიდეოს ავტორი ცხედრებზე, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებს. ამ ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტში კომენტარი გააკეთეს უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებმა.

მანანა კობახიძის თქმით, გამოძიება დაადგეს ვიდეოს ავთენტურობას და იმასაც მოკლეს თუ არა მასში ნაჩვენები პიროვნებები.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით კი ნაციონალურმა მოძრაობამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ისინი არ არიან წინააღდეგ ჟვანიას საქმესთან არსებული ყველანაირი მასალა საჯარო გახდეს და ის ამ ვიდეოს მარაზმი და მანიპულაციის მცდელობა უწოდა.

ვიდეო hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასოდეს დაუდია. 

კომენტარები