კარასინი-აბაშიძის შეხვედრა

კარასინი-აბაშიძის მომდევნო შეხვედრა 15 ივლისს გაიმართება

კარასინი-აბაშიძის მომდევნო შეხვედრა 15 ივლისს პრაღაში გაიმართება. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე იმ საკითხებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, მოგვარებას საჭიროებს.

"არის საკითხები, რომლებიც მოგვარებას საჭიროებს. მაგალითად ის, რომ ზოგიერთი სახის ჩვენი პროდუქცია ჯერ ვერ გადის რუსეთის ბაზარზე და გვინდა, რაც შეიძლება, სწრაფად გადაწყდეს ეს პრობლემა. ესაა ცხოველური წარმოშობის პროდუქცია, თევზი; ასევე საავტომობილო ტრანსპორტი, გადაზიდვები; ჰუმანიტარული საკითხები - კერძოდ, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჯაშუშობისთვის იხდიან სასჯელს. სამი მოქალაქე უკვე წამოვიყვანე. იმედი მაქვს, რომ წელს დავხურავთ ამ სიას", - თქვა აბაშიძემ.

კომენტარები