ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შემცირება იწვევს საგადასახადო შემოსავლების შემცირებას, შესაბამისად, ჩვენ მოვიძიეთ ალტერნატიული წყაროები იმისთვის, რომ ეს დანაკლისი დავაბალანსოთ. ეს არის როგორც მეოთხე თაობის ლიცენზიები, ისე დამატებითი გრანტები და შემოსავლის სხვა წყაროები. რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებებს, შესაძლოა, ზოგიერთ ექსპერტს სურდეს, რომ პენსია არ გავცეთ, ან სოციალური პროგრამები შევაჩეროთ, თუმცა, ამას, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ. რაც მცირდება ხარჯვით ნაწილში - 160 მლნ შემცირება - სრულიად საკმარისი და ადეკვატურია იმისი, რა საჭიროებებებიც უდგას ბიუჯეტს იმისთვის, რომ მოემსახუროს როგორც საგარეო ვალდებულებებს, ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიიმართოს თანხები.
tbl.ge/664
დაკოპირდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე.
ამავე თემაზე
- სუბარი ფიქრობს, რომ სამართალდამცველებისთვის ხელფასების მომატება აუცილებელია
- მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა
- კობახიძე: წელს საქართველოს ბიუჯეტი 360 მილიონი ლარით გაიზრდება
- ჯაფარიძე: პრობლემები ეკონომიკური თვალსაზრისით კიდევ უფრო გაღრმავდება
- მეგრელიშვილი: ბიუჯეტის მილიარდ 300 მილიონით შეკვეცა პოლიტიკური ნების საკითხია




