NATO-საქართველო

NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit 2015 ოფიციალურად დაიწყო

თავდაცვის სამინისტრო

დღეს NATO-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ოფიციალურად დაიწყო. სწავლების გახსნის ცერემონიალი ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. სამხედრო სწავლება, რომელშიც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხორციელდება. სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების დაწყება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიულოცა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“ საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს და 22 ივლისამდე გაგრძელდება.

კომენტარები