ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

რატიანი: მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

მე მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი იყო გიორგი ვაშაძე.  ეს ნიშნავს, რომ შიდა პარტიული კონკურენცია და პარტიის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია.  ეს ორი პროგრამა უნდა შეჯერდეს და ჩვენ  უნდა განვაგრძოთ საქმის კეთება. ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან კრიზისშია და ეს უნდა დაიძლიოს. ნაციონალური მოძრაობა არის ბევრი ლიდერის პარტია და მას შეუძლია გააკეთოს ის რაც დღეს გააკეთა. ხვალ ყველა ერთად მივალთ გამარჯვებამდე. 

სერგო რატიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ შიდა პარტიული კონკურენციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

კომენტარები