თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

საკრებულომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიანიჭა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი მიენიჭა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკითხს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა - თავი შეიკავა. 

თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭებას ითხოვდა. სევდია უგრეხელიძის თქმით, მსოფლიოს სხვადასხვა აეროპორტებს ძირითადად სახელმწიფო მოღვაწეების სახელები ჰქვია

საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარის რიმა ბერაძის შეფასებით კი, შოთა რუსთაველის სახელს ალტერნატივა არ გააჩნია. მან აღნიშნა, რომ დავით აღმაშენებლის სახელი მინიჭებული აქვს ქუთაისის აეროპორტს, თამარ მეფის კი - მესტიის აეროპორტს. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტისთვის რუსთაველის სახელის მინიჭების ინიციატივით, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4 ივნისს გამოვიდა.

 

კომენტარები