საბერძნეთის ეკონომიკა

მთავრობამ ათენში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ერთი კვირით გადასახადი გააუქმა

sputniknews.com

საბერძნეთის მთავრობამ ათენში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ერთი კვირით გადასახადი გააუქმა. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასახადის დროებით გაუქმების გადაწყვეტილება ბანკების დახურვას და თანხის გატანაზე შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება.

ცნობისთვის, საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა, რომელზეც ბერძნულმა საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორი ეკონომიკური პოლიტიკა ექნება ქვეყანას მომავალში. მოსახლეობაში პანიკის გამო, მნიშვნელოვანი ზარალის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობა ბანკების ერთი კვირით დახურვა გადაწყვიტა. ციპრასის მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, რის გამოც, ქვეყანა დეფოლტის საფრთხის წინაშე დგას.

საბერძნეთს თავისი კრედიტორების მიმართ 317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი აქვს. ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი სესხის რესტრუქტურიზაციაზე თანახმა არიან, თუკი საბერძნეთი დაუყოვნებლივ გაატარებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაზეც მმართველი პარტია სირიზა წინააღმდეგია.

საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორების შორის "ცივი ომი" 6 ივნისს დაიწყო, როდესაც საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 300-მილიონევროიანი სესხი არ დაფარა.

30 ივნისს საბერძნეთმა 1.5 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი უნდა გადაიხადოს, თუმცა, ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ დროისთვის ქვეყანას სავარაუდოდ ფული არ ექნება. საბერძნეთი უკვე აღიარებს, რომ ივნისის ბოლოს სავარაუდოდ დეფოლტს განიცდის.

 

კომენტარები