საბერძნეთის ეკონომიკა

საბერძნეთმა რუსეთთან ახალი მილსადენის მშენებლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი

Reuters

CNN-ის ცნობით დღეს საბერძნეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენის მშენებლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. საბერძნეთის პრემიერ მინისტრი ამ დროისთვის კვლავ სანკტ-პეტერბურგში იმყოფება. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის ალექსეი ნოვაკის თქმით ამ ხელმოწერით რუსეთისა და საბერძნეთის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. საბერძნეთი ამ დროისთვის €317 მილიარდის მოცულობის ვალის რესტრუქტურიზაციისთვის ევროპის ცენტრალურ ბანკთან (ECB) და საერთაშორისო საავლუტო ფონდთან (IMF) უშედეგოდ აწარმოებს მოლაპარაკებებს. 

რუსეთთან გაფორმებული შეთანხმება სავარაუდოდ ევროკავშირისგან უარყოფით შეფასებას დაიმსახურებს, რადაგნაც უკრაინის კრიზისის გამო რუსეთის მიმართ არსებული სანქციები კვლავ ძალაშია, ამასთანავე ევროპული სახელმწიფოები რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას ცდილობენ. 

რუსული მედიის ცნობით ახალი გაზსადენის მშენებლობა $2.3 მილიარდი დაჯდება და ის ექსპლოატაციაში 2019 წელს შევა. პროექტის მიხედვით გაზსადენი უკრაინის ტერიტორიას გვერდს აუვლის. გაზსადენის მოცულობის შესახებ ცნობები ჯერ არ გავერცელებულა. 

საბერძნეთს მისი კრედიტორების მიმართ €317 მილიარდის მოცულობის ვალი აქვს. საბერძნეთის კრედიტორები ქვეყნისგან ვალის რესტრუქტურიზაციის სანაცვლოდ მკაცრი ფისკალური რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ქვეყანამ სოციალური ხარჯები მინიმუმ 25%-ით მაინც უნდა შეამციროს, სირიზამ სოციაკლურ ხარჯებთან ერთად სხვა სახელმწიფო ხარჯების მინიმიზაციაც უნდა მოახერხოს, თუმცა მემარცხენე სირიზა ასეთ ცვლილებებს სავარაუდოდ არ დათანმხდება. ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარის მიღების შემთხვევაში კი ქვეყნის მიერ თავის დეფოლტად გამოცხადების ალბათობა იზრდება. 

The Wall Street Journal-ის ცნობით ივნისში საბერძნეთსა და მის საერთაშორისო კრედიტორებს შორის "ცივი ომი" დაიწყო. საბერძნეთმა თანხის უქონლობის მიზეზით 6 ივნისს სავალუტო ფონდის €300 მილიონიანი ვალი არ გადაიხადა. ივნისის ბოლოს საბერძნეთმა €1.5 მილიარდის მოცულობის ვალი უნდა გადაიხადოს, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით ქვეყანას ამ დროისთვის შესაძლოა ფული არ აღმოაჩნდეს. ქვეყანა უკვე აღიარებს, რომ ივნისის ბოლოს სავარაუდოდ დეფოლტს განიცდის.

Fitch-ის ანგარიშის მიხედვით საბერძნეთში დეფოლტის გაზრდილი რისკია. Fitch-ი ანგარიშში საბერძნეთის მთავრობის ფისკალურ პოლიტიკას გაურკვეველს უწოდებს. ანგარიშში საუბარი ბერძნული ბანკების ფინანსური ლიკვიდობის პრობლემებსაც შეეხება.

კომენტარები