ფოკუსი

22 ივნისი, 2015

- სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად თბილისში მუშაობა გრძელდება - მაშველები ამ წუთებამდე ეძებენ 3 დაკარგულ ადამიანს. ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს მძიმე სამშენებლო ტექნიკა, 150 სამხედრო მოსამსახურე და ქ.თბილისის მერიის 35 თანამშრომელი.

- საქართველოს თავდაცვის მინისტრმა წინა ხელისუფლების მიერ შეძენილ ფრანგულ ვერტმფრენებზე ისაუბრა. ამ საკითს საზოგადოებაში გამოხმაურება მას შემდეგ მოჰყვა, რაც თინა ხიდაშელმა მარნეულის საავიაციო ბაზაზე სუპერ-პუმას ტიპის ვერტმფრენი დაათვალიერა. სოციალურ ქსელებში დაისვა კითხვები იმის შესახებ, რატომ არ იყო გამოყენებული ეს ვერტმფრენები 13 ივნისს სამაშველო ოპერაციაში. წინა ხელისუფლებამ ერთი მეორადი და სამი ახალი ევროკოპტერის ტიპის ვერტმფრენი შეიძინა. თუმცა, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, ასევე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადეს, რომ ისინი პრეზიდენტის გადასაადგილებლად, ძალიან ძვირად იყო შეძენილი და მათი გასხვისება გადაწყდა. თუმცა, ეს ტექნიკა დღემდე გამოუყენებელი დგას. თინა ხიდაშელის თქმით, უწყებას ჯერ არ გადაუწყვეტია, ვერტმფრენებს როგორ გამოიყენებს.

- თბილისის ბიუჯეტი კიდევ ერთხელ იზრდება - დედალაქს სახელმწიფო ჯამში 912 მილიონ ლარს გამოუყოფს. მსგავს გაზრდას საკრებულოში სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის საჭირო ფინანსებითა და ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის მზადებით ხსნიან.

- საქსტატის მონაცემებით წელს იანვარ-მაისში საქართველოს ექსპორტი 25%-ით შემცირდა. საქართველოს ათი ძირითადი საექსპორტო საქონლიდან შვიდის ექსპორტი შემცირებულია.

კომენტარები