აშშ

აშშ მზადაა, აღმოსავლეთ ევროპაში მძიმე ტექნიკა განათავსოს

Scott J. Ferrell/Congressional Quarterly

შეერთებული შტატები აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ტექნიკას განათავსებს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ტალინში ყოფნისას განაცხადა. ეშტონ კარტერის თქმით, თანხმობა შეიარაღების განლაგებაზე ბალტიის ქვეყნებისგან, ასევე პოლონეთისგან, ბულგარეთისგან და რუმინეთისგან მიიღეს.

შეერთებული შტატები ამ ქვეყნებში 250-მდე ტანკს, ქვეითთა საბრძოლო მანქანას და საარტილერიო დანადგარს განათავსებს. სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა რაოდენობით ტექნიკა განლაგდება. კარტერის თქმით, შეერთებული შტატები მოკავშირეებს კიბერთავდასხმებისგან დაცვაში დაეხმარება, ასევე, მზად არის, ალიანსის სწრაფი რეაგირების ძალებში საკუთარი სამხედროები მიავლინოს.

 

კომენტარები