მეწყერი ბაგებში

ბაგების დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა

რუსთავი 2

ბაგების დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა. ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩაზე მთა ჩამოიშალა და გზა ჩახერგა. ჩამოწოლილია ლოდები. ადგილზე იმყოფება ვაკე-საბურთალოს გამგებელი ლაშა აბაშიძე. მისი თქმით, კვლავ არსებობს მიწის მასის ჩამოწოლის საფრთხე.

"ვნახეთ, რომ ქვებია ჩამოწოლილი და არის საშიშროება, რომ ჩამოწვეს ბოლომდე, ჩავიდეს მდინარეში და წყლის დაგუბება წარმოიქმნას. ამიტომ პრევენცია რომ მოვახდინოთ, მოვლენ შესაბამისი სპეციალისტები და უზრუნველვყოფთ პრევენციას. უკან კოლექტორია. კოლექტორის შესასვლელს ასევე გავწმენდთ, რომ ამ მდინარეს მიეცეს გზა", - თქვა აბაშიძემ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

კომენტარები