თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლბდად 40 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თუმცა ქართული გვარი აქვს. ის, სავარაუდოდ, საქართველოში ახალი ჩამოფრენილი იყო. მამაკაცს თან ჰქონდა მობილური ტელეფონი და საბუთები, თუმცა არ ჰქონდა ბარგი.
მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო ადასტურებს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.





