ალექსანდრე რონდელი

პრემიერი ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

nato

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი მეცნიერის, პოლიტოლოგის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე რონდელის გარდაცვალების გამო.

ალექსანდრე რონდელის გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქვეყნისთვის. მან მრავალი თაობა აღუზარდა ქვეყანას, სტუდენტებს დასავლური ღირებულებებით ზრდიდა, თვითონაც დასავლური კურსის ერთგული და ჭეშმარიტად პატრიოტი მოღვაწე იყო. ალექსანდრე რონდელის ლექციები გამორჩეულად საინტერესო იყო, რასაც კიდევ უფრო აძლიერებდა მისი პიროვნული ხიბლი, პროგრესული აზროვნება.

თანავუგრძნობ ალექსანდრე რონდელის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს, მის სტუდენტებსა და აღზრდილებს", - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პრემიერის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

კომენტარები