ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფა

აბაშიშვილი: ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს გამოვიყენებთ

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ეროვნული ბანკიდან საბანკო საზედამხედველო ფუნქციის გამყოფის შესახებ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს - ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის პარლამენტში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა ეროვნული ბანკიდან საბანკო საზედამხედველო ფუნქციის გამყოფის შესახებ კანონპროექტი იყო. აბაშიშვილის განცხადებით ამ ფორმით კანონის მიღება ქვეყანას დააზიანებს.

„იმ ფორმით რა ფორმითაც კანონის პროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, ასევე იმ ფონზე როდესაც ერთის მხრივ საუბარი გვაქვს ასოცირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, მეორეს მხრივ სახეზეა საქართველოს მთავრობის განკარგულების დარღვევა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, თავისთავად ცხადია ამ ფორმით, ასეთი შინაარსის კანონის მიღება ჩვენ ვფიქრობთ მნიშვნელოვნად დააზიანებს მთლიანობაში ერთის მხრივ საბანკო სექტორს, მეორეს მხრივ მთლიანად ეკონომიკას და თავისთავად ცხადია ყველა ასეთი ტიპის გადაწყვეტილებასთან მიმართებაში ვეტო იქნება გამოყენებული." - განაცხადა აბაშიშვილმა.

კომენტარები