თბილისის მერია

12 ივნისს გმირთა მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

12 ივნისს გმირთა მოედანზე არსებულ ესტაკადაზე მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

თბილისის მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვას ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით განახორციელებენ.

"გმირთა მოედნის ესტაკადის და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე პარასკევს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით ხორციელდება. ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან ტელევიზიის შენობის წინ გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე შეიზღუდება. ამ მხრიდან მიმავალ ტრანსპორტს ესტაკადაზე მოხვედრა მოედანზე არსებული პანდუსის გავლით შეეძლება,"- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები