მთის სამინისტრო

წულუკიანი: ახალი სამინისტროს შექმნა პრაქტიკულად გამორიცხულია

თეა წულუკიანი

ახალი სამინისტროს შექმნა პრაქტიკულად გამორიცხულია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ჟორჟოლიანის განცხადებას გამოეხმაურა. ჟორჟოლიანის განცხადებით, მათ აქვთ ინიციატივა, რომ შეიქმნას მთის მინისტრის პოსტი.

"იმ ძალიან აქტიური დისკუსიიდან გამომდინარე, რაც რამდენიმე წუთის წინ ბიუჯეტის შესახებ შედგა, პრაქტიკულად, გამორიცხულია ახალი სამინისტროს შექმნა, ყოველ შემთხვევაში, წელს ან გაისად", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ ჟორჯოლიანის განცხადებით, უმრავლესობას იმედი აქვს, რომ მთავრობა მათ წინადადებას გაითვალისწინებს.

"ჩვენ გვაქვს ინიციატივა, შეიქმნას სპეციალური სახელმწიფო მინისტრის პოსტი, რომელიც უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას მთის რეგიონების განვითარებისთვის. ის კოორდინირებას გაუწევს სხვადასხვა უწყებებს და ვფიქრობ, რომ მთავრობა წინადადებას გაითვალისწინებს", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

 

კომენტარები