სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დანელია: საკმაოდ რთული წელი იქნება

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

საკმაოდ რთული წელი იქნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა.

დანელის თქმით, სოციალური დაზღვევის, ასევე თანადაფინასებასთან და შეღავათიან აგროკრედიტთან დაკავშირებული პროექტები გაგრძელდება, თუმცა სამინისტროს ბიუჯეტი შემცირდება.

"დაახლოებით ცნობილია, რამდენით შემცირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. თუმცა, ვფიქრობ, ჯერ ამის გასაჯაროება ნაადრევია, რადგან საკითხზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეს არ არის მარტივი პროცესი, მაგრამ ეს არის მოცემულობა და ჩვენ ყველანი აღნიშნულს ვეკიდებით ისე, როგორც უნდა მოვეკიდოთ და შექმნილ ვითარებას მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ისიც მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ რთული წელი იქნება, სწორედ ამიტომ ხორციელდება ეს დავალება. საკმაოდ არასტაბილურია რეგიონში არსებული ვითარება და ამან გამოიწვია ეკონომიკური მაჩვენებლების გადახედვა, ამიტომ ჩვენ, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთული წელი გვექნება. ეს ბუნებრივია, გათავისებული გვაქვს და სოფლის მეურნეობის სამინისტროც ვერ იქნება გამონაკლისი", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

კომენტარები