ენმ-ის ანტიკრიზისული გეგმა

ნამჩავაძე ენმ-ის გეგმაზე: მოგების გადასახადის გაუქმებას დადებითი ეფექტი ექნება

ტაბულა

საქართველოს რეფორმების ასოციაციის ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე თვლის, რომ მოგების გადასახადის გაუქმებას საქართველოს ეკონომიკისთვის ცალსახად დადებითი ეფექტი ექნება. ნამჩავაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული გეგმა შეაფასა.

"ვფიქრობ, რომ მოგების გადასახადის გაუქმებას ცალსახად დადებითი ეფექტი ექნება საქართველოს ეკონომიკისთვის. 2017-18 წლებში ეს მოიტანს ეკონომიკის წახალისების ისეთ ეფექტს, რომ ჯამში ბიუჯეტი თუნდაც საგადასახადო შემოსავლების მხრივ გაიზრდება. ამასთან ერთად, როდესაც მოგების გადასახადი გაუქმდება და დივიდენდიც გაიზრდება, დივიდენდიდან უფრო მეტი ფული შევა ბიუჯეტში", - თქვა ნამჩავაძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკრიზისული პროგრამის თანახმად, გაუქმდება მოგების გადასახადი და მას გაცემულ დივიდენდზე 15%-იანი გადასახადი ჩაანაცვლებს. ასევე, საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება.

კომენტარები